საუკეთესო ხარისხი, სამართლიან ფასად.

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

საკანალიზაციო მილების
დათვალიერება

ჩვენი პროფესიონალი სანტექნიკოსების გუნდი მზად არის დაგეხმაროთ წყლის
ჟონვის დიაგნოსტიკასა და საკანალიზაციო მილების გაწმენდაში.

ჩვენ შესახებ

სანტექნიკოსთა გუნდი
საქართველოში

ჩვენი გუნდი უკვე 10 წელზე მეტია ემსახურება სახლის მესაკუთრეებსა და ბიზნესებს მთელს საქართველოში, თანამედროვე აპარატურით.

ჩვენი მაღალკვალიფიციური ტექნიკოსები აღიარებულნი არიან სწრაფი რეაგირებით, პროფესიონალური მომსახურებითა და საიმედო შედეგებით.

გთავაზობთ მკაფიო კომუნიკაციას, გამორჩეულ ოსტატობას და ხანგრძლივ გადაწყვეტილებებს.

ჩვენი სერვისები

წყლის ჟონვის
დიაგნოსტიკა

წყლის ჟონვის ზუსტი დიაგნოსტიკა სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის.

საკანალიზაციო
მილების წმენდა

საკანალიზაციო მილების დათვალიერება და გაწმენდა
მოკლე დროში.

რატომ უნდა აირჩიოთ
ჩვენი სერვისი?

ჩვენ გთავაზობთ საიმედო, მაღალი ხარისხის სანტექნიკურ მომსახურებას სახლებსა და ბიზნეს სივრცეებში.
იქნება ეს გადაუდებელი წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა, თუ საკანალიზაციო მილების წმენდა, ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ სწრაფი და შედეგიანი მომსახურება.

სამუშაო პროცესი

საკანალიზაციო მილის
დათვალიერება

წყლის ჟონვის
დიაგნოსტიკა

საკანალიზაციო მილის
გაწმენდა

ხშირად დასმული
კითხვები

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა ნიშნავს გაჟონვის ზუსტი ლოკაციის დადგენას, რაც გეხმარება მაქსიმალურად აირიდო თავიდან კედლის ნგრევა.

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა გჭირდება მაშინ, როცა კედელზე/ჭერზე ჩნდება ლაქები, უცნაურად იზრდება წყლის ხარჯი, ეცემა წყლის წნევა, ჩნდება ნესტის სუნი, ქვედა მეზობელს წყალი ჩასდის და ა.შ.

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა ხდება თანამედროვე, თერმული აპარატით, რომელიც ჩარევის გარეშე, ზუსტად განსაზღვრავს პრობლემის მდებარეობას.

თუ შესაძლებელია, გადაკეტეთ წყლის მთავარი სადინარი ონკანი, გაათავისუფლეთ წვდომა სველ წერტილებთან და დაელოდეთ პროფესიონალის მოსვლას.

თუ ამჩნევთ, რომ წყალი ნელა გადის ნიჟარიდან ან საშხაპიდან. ტრაპიდან უსიამოვნო სუნი ამოდის, ან ჩარეცხვისას უცნაური ხმა ისმის და წყალი უკან ბრუნდება, ასეთ დროს, უმჯობესია გამოიძახოთ პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია სანტექნიკური მილების დათვალიერება და გაწმენდა. ასე  დროულად აირიდებ თავიდან მილების სრულ ბლოკირებას.

უპირველესად, საჭიროა საკანალიზაციო მილის დათვალიერება, ბლოკირების ტიპის შესაფასებლად, რის შემდეგაც, ვირჩევთ სწორ წვდომას (ტრაპი, ნიჟარა, უნიტაზი). შემდეგ ვხსნით ბლოკირებას და ვწმენდთ მილს ისე, რომ სრულად აღდგეს გამტარობა და პრობლემა მალევე არ განმეორდეს.

თუ მხოლოდ ერთ ნიჟარას ან ტრაპს უჭირს წყლის გატარება, ხშირად პრობლემა მხოლოდ ამ  ერთ ხაზშია. თუ ერთდროულად რამდენიმე წერტილში ნელდება წყალი, ან უნიტაზიდან ან ტრაპიდან უკან ამოდის, დიდი შანსია საერთო მაგისტრალზე იყოს ბლოკირება და საჭირო გახდეს უფრო ღრმა დიაგნოსტიკა და წმენდა.

ჩვენი სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რეგიონში, როგორც გეგმიური, ასევე, გადაუდებელი მომსახურების მისაღებად.

მომხმარებელთა
შეფასებები

წაიკითხეთ შეფასებები ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლებისგან.
ნახეთ, როგორ შეცვალა ჩვენმა სერვისებმა მათი ცხოვრება.

გიორგი ზედგენიძე

“გუნდი საკანალიზაციო მილის გასაწმენდად გამოვიძახე. ძალიან სუფთად იმუშავეს. წყალი ისევ თავისუფლად მიედინება მილებში!”